• Home
  • Events
    • Event Calendar
    • Upcoming
    • Ongoing
    • Past
  • Educational Center
  • News
  • Factory
  • Contact
ქარ ENG
კურსი

კოსტიუმი, მოდა და კულტურული იდენტობა: მოგზაურობა ქართული სამოსისა და ვიზუალური კულტურის ისტორიაში

სიმონ მაჩაბელი სიმონ მაჩაბელი
დარეგისტრირდი ნახე თემები
ხანგრძლივობა 3 კვირა | კვირაში 3 სესია (+1 დამატებითი დღე ფინალური პრეზენტაციებისთვის) | ხუთ 18:00–20:30 & შაბ–კვი 11:00–13:30 (2.5 საათი თითო სესია, შესვენების ჩათვლით)
ფასი 800 ₾
მონაწილეები 10 – 15
ლოკაცია Factory Tbilisi, აკაკი წერეთლის გამზირი N114, თბილისი, საქართველო.
ენა ქართული
თარიღები October 1, 2026 - October 18, 2026
კურსის შესახებ

ადამიანის ისტორია მისი სამოსისა და კოსტიუმის განვითარების გზით იკითხება. უძველესი რიტუალებიდან თანამედროვე მოდამდე, ტანისამოსი არასოდეს ყოფილა მხოლოდ სხეულის დაფარვის საშუალება — იგი ყოველთვის გამოხატავდა ძალაუფლებას, რწმენას, სოციალურ სტატუსს, კოლექტიურ მეხსიერებასა და კულტურულ იდენტობას.

3 კვირაზე გადანაწილებული ეს ინტენსიური, 10-დღიანი კურსი იკვლევს სამოსის მრავალფეროვან ფორმებს: წმინდა შესამოსელს, ყოველდღიურ ტანსაცმელსა და თანამედროვე მოდის დიზაინს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს კულტურულ ისტორიას, სადაც ბიზანტიური, აღმოსავლური, ევროპული და ადგილობრივი ტრადიციების სინთეზით უნიკალური ვიზუალური ენა ჩამოყალიბდა.

ისწავლე საუკეთესოებთან

მენტორები

სიმონ მაჩაბელი

სიმონ მაჩაბელი

ხელოვანი და კოსტიუმების დიზაინერი
სიმონ მაჩაბელი

სიმონ მაჩაბელი

ხელოვანი და კოსტიუმების დიზაინერი

სიმონ მაჩაბელი ქართველი ხელოვანია, რომლის მულტიდისციპლინური შემოქმედება თეატრს, კინოსა და მოდას აერთიანებს. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ედინბურგის ხელოვნების კოლეჯისა და Central Saint Martins-ის (ქალის სამოსის დიზაინის მაგისტრი, 2008) კურსდამთავრებულმა მრავალფეროვანი კარიერა სწორედ ამ სფეროების გადაკვეთაზე შექმნა. მის შემოქმედებაში ღრმად არის ფესვგადგმული ქართული კულტურა და ფოლკლორი. ხელოვანის ბოლო პერიოდის ნამუშევრები სცილდება სეზონური მოდის ჩარჩოებს და გარდაიქმნება პირად, კვლევაზე დაფუძნებულ გამოფენებად, რომლებიც მაღალი ოსტატობითა და ღრმა შინაარსით გამოირჩევიან.

სრული პროფილი

სამიზნე ჯგუფი

კურსი განკუთვნილია ხელოვნების, თეატრის, კინოს, მოდის, კულტურის კვლევებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ვიზუალური კულტურის, ისტორიისა და შემოქმედებითი პრაქტიკის ურთიერთმიმართებით.

წინაპირობები

კურსი განკუთვნილია სტუდენტებისა და დამწყები პროფესიონალებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ხელოვნებით, თეატრით, კინოთი, მოდით, ისტორიით, ვიზუალური კულტურითა და ჰუმანიტარული მეცნიერებებით.

მიზანი

კურსის მიზანია მონაწილეებს გაუღრმავოს ქართული სამოსისა და ვიზუალური კულტურის აღქმა მათ ფართო ისტორიულ, სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში, და ამავდროულად, ხელი შეუწყოს დამოუკიდებელ კვლევასა და შემოქმედებით პრაქტიკას.

შედეგი

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ისტორიული და ვიზუალური მასალის დამოუკიდებლად გაანალიზებას, კულტურული მეხსიერების კვლევას, ისტორიული ცოდნის თანამედროვე შემოქმედებით პრაქტიკაში გამოყენებასა და საკუთარი კვლევითი ან მხატვრული პროექტის წარმოდგენას.

სწავლების მეთოდები

პროგრამა აერთიანებს ლექციებს, დისკუსიებს, ვიზუალური მასალის ანალიზს, ფილმების ფრაგმენტებს, ისტორიულ წყაროებთან მუშაობასა და დამოუკიდებელ კვლევას. მონაწილეები გაეცნობიან შესამოსლის, ტანისამოსისა და კოსტიუმის განვითარებას ანტიკური სამყაროდან თანამედროვე ეპოქამდე; შეისწავლიან ქართული კულტურის ვიზუალურ მემკვიდრეობას ფართო ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში, და განიხილავენ სხეულის, იდენტობის, ძალაუფლების, სქესის, რელიგიისა და მეხსიერების საკითხებს.

ფორმატი

ლექცია და პრაქტიკა

რას ისწავლი

თემები

სიშიშვლე, სირცხვილი და ეროტიკა მითოლოგიურ, რელიგიურ და მხატვრულ წარმოდგენებში. შესამოსელი როგორც სხეულის დაფარვის, გარდასახვისა და სოციალური განსხვავების გამოხატვის საშუალება; რიტუალი, საკრალურობა და სამოსის სიმბოლური ენა.

შესამოსელის რელიგიური და წოდებრივი მნიშვნელობების გარდაქმნა. სამეფო კარის კულტურა, ფუფუნება, ინდუსტრიალიზაცია და ურბანული ცხოვრება — ისტორიული კოსტიუმიდან მოდის სისტემისა და დიზაინერის პროფესიის ჩამოყალიბებამდე.

მოდა პოლიტიკური ცვლილებების, ომების, ემანსიპაციისა და სექსუალური რევოლუციის ფონზე. წამყვანი დიზაინერები, კერვის ხელოვნების გარდაქმნა, პრეტ-ა-პორტეს გაბატონება და გლობალური მოდის ინდუსტრია; სხეულის, სქესისა და ავტორობის ახალი გააზრება; „პოსტმოდის“ (Post-fashion) საკითხი.

ქართული შესამოსელის ისტორიული საფუძვლები ანტიკურ, ადრექრისტიანულ და ბიზანტიურ სამყაროსთან ურთიერთობაში: სამოსის ფორმა, დრაპირება, ორნამენტი და სიმბოლიკა; საერო და ლიტურგიული შესამოსელი არქეოლოგიურ მასალაში, რელიეფებზე, ხატებსა და ფრესკებზე.

სამეფო კარისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის შესამოსელი; ადგილობრივი ტრადიციები და კულტურული ურთიერთობები. ფრესკების, მინიატიურების, წერილობითი წყაროებისა და შემორჩენილი ნივთიერი მასალის განხილვა — რას გვიჩვენებს და როგორ ვკითხულობთ ისტორიულ გამოსახულებას. შეხვედრის ნაწილი დაეთმობა მონაწილეთა პროექტების იდეების შუალედურ განხილვას.

ანექსია, ქართული სამეფოების გაუქმება და ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვა — როგორც პოლიტიკური და კულტურული გარდატეხა: არისტოკრატიული და ურბანული სამოსის ცვლილებები, ევროპეიზაცია, რომანტიზმი და ორიენტალიზმი; ქართული იდენტობის შენარჩუნებისა და გარდაქმნის ვიზუალური ფორმები.

ქართული მოდერნიზმი და დამოუკიდებლობის პერიოდის კულტურული გარემო: თბილისის ბოჰემა, მხატვრობა, თეატრი და ახალი მხატვრული ენა; სამოსი და სხეული, როგორც თავისუფლების, თვითგამოხატვისა და ახალი საზოგადოებრივი იდეალების ნაწილი.

ფიროსმანის მხატვრობა, როგორც ქართული ყოფის, სოციალური ტიპებისა და შესამოსელის ინტერპრეტაცია: სილუეტი, ფერი, ჟესტი და სადღესასწაულო რიტუალი; „ქართული სტილის“ გააზრება და ფიროსმანის ვიზუალური სამყაროს შემდგომი სიცოცხლე თეატრში, კინოსა და მოდაში.

ქართული მოდისა და თანამედროვე ხელოვნების ურთიერთობა საერთაშორისო პროცესებთან: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა, კულტურული მეხსიერება და იდენტობა; ტრადიციის ინტერპრეტაცია მოდაში, კოსტიუმის დიზაინსა და პერფორმანსში.

მონაწილეთა კვლევითი ან შემოქმედებითი პროექტების 15–20-წუთიანი პრეზენტაციები: წყაროების, კონცეფციებისა და მხატვრული გადაწყვეტების ერთობლივი განხილვა; კურსის შეჯამება და პროექტების შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.

შეხედე შიგნიდან

გალერეა

COSTUME, FASHION AND CULTURAL IDENTITY: A History of Georgian Attire and Visual Culture
COSTUME, FASHION AND CULTURAL IDENTITY: A History of Georgian Attire and Visual Culture
COSTUME, FASHION AND CULTURAL IDENTITY: A History of Georgian Attire and Visual Culture
COSTUME, FASHION AND CULTURAL IDENTITY: A History of Georgian Attire and Visual Culture
COSTUME, FASHION AND CULTURAL IDENTITY: A History of Georgian Attire and Visual Culture
COSTUME, FASHION AND CULTURAL IDENTITY: A History of Georgian Attire and Visual Culture
COSTUME, FASHION AND CULTURAL IDENTITY: A History of Georgian Attire and Visual Culture
დაიკავე ადგილი

რეგისტრაციის ფორმა

თქვენ რეგისტრირდებით კურსზე: კოსტიუმი, მოდა და კულტურული იდენტობა: მოგზაურობა ქართული სამოსისა და ვიზუალური კულტურის ისტორიაში

პირადი ინფორმაცია
გამოცდილების დონე *
მოტივაცია
დამატებითი ინფორმაცია (არასავალდებულო)

Contact Information

114 Akaki Tsereteli Avenue
Tbilisi 0119
Georgia

info@factorytbilisi.com
Powered by Factory Tbilisi