• Home
  • Events
    • Event Calendar
    • Upcoming
    • Ongoing
    • Past
  • Educational Center
  • News
  • Factory
  • Contact
ქარ ENG
კურსი

ქანდაკებისა და პლასტიკური ფორმის მოდელირების კურსი „360 გრადუსი“

მამუკა ჩხაიძე მამუკა ჩხაიძე ვლადიმერ იმერლიშვილი ვლადიმერ იმერლიშვილი
დარეგისტრირდი ნახე თემები
ხანგრძლივობა 9 კვირა | კვირაში 2 სესია | შაბ.-კვირ. 12:00–15:00 (3 საათი თითო სესია, შესვენების ჩათვლით)
ფასი 800 ₾
მონაწილეები 8 - 10
ლოკაცია Factory Tbilisi, აკაკი წერეთლის გამზირი N114, თბილისი, საქართველო.
ენა ქართული
თარიღები October 10, 2026 - December 6, 2026
კურსის შესახებ

ქანდაკებისა და ფორმის პლასტიკური მოდელირების კურსი „360 გრადუსი“ ინტენსიური, პრაქტიკულ-თეორიული პროგრამაა. მისი კონცეფცია ფორმის მოცულობით აღქმასა და მოდელირებას ეფუძნება, რაც მონაწილეებს სივრცობრივი აზროვნების, შემოქმედებითი ხედვისა და ტექნიკური ოსტატობის განვითარებაში ეხმარება.

პროგრამა ჰარმონიულად აერთიანებს კლასიკური აკადემიური სკულპტურის პრინციპებსა და თანამედროვე ხელოვნების ექსპერიმენტულ მიდგომებს. მსმენელები გაივლიან სრულ შემოქმედებით ციკლს — იდეის ჩანასახიდან მოცულობითი ობიექტის ექსპონირებამდე.

ისწავლე საუკეთესოებთან

მენტორები

მამუკა ჩხაიძე

მამუკა ჩხაიძე

მოქანდაკე
ვლადიმერ იმერლიშვილი

ვლადიმერ იმერლიშვილი

მოქანდაკე
მამუკა ჩხაიძე

მამუკა ჩხაიძე

მოქანდაკე

მამუკა ჩხაიძე, მხატვარ-მოქანდაკე და აკადემიური პერსონალი, თანამედროვე ქართული სკულპტურული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი შემოქმედება მოიცავს როგორც მონუმენტურ-დეკორატიულ ფორმებს, ისე მინიმალისტურ, კონცეპტუალურ ობიექტებს და ხასიათდება ურბანული კონტექსტუალიზმითა და მასალის ტრანსფორმაციული გააზრებით.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიღებული განათლების საფუძველზე (2005 წ.), არტისტი ოსტატურად ახდენს მყარი მასალების – რკინისა და ბრინჯაოს – ვიზუალურ „შემსუბუქებას“. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ნამუშევარში „რკინის ქაღალდის თვითმფრინავი“ (2022-2025), სადაც ბავშვური ნოსტალგია და ინდუსტრიული სიმყარე კონცეპტუალურ სინთეზს ქმნის. მისი თანაავტორობით შექმნილი „ეროვნული ერთიანობის მემორიალი“ კი წარმოაჩენს ავტორის უნარს, ტრაგიკული ისტორიული კონტექსტი მონუმენტურ ფორმებში გადათარგმნოს.

პარალელურად, 2011 წლიდან  მამუკა ჩხაიძე აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. სამხატვრო აკადემიის მოწვეული ლექტორის სტატუსით, იგი ხელმძღვანელობს პლასტიკური ფორმის კვლევის კურსს და სტუდენტებში სივრცით აზროვნებას ავითარებს. 2025 წელს ასევევ მოწვეული ლექტორის სტატუსუთ უხელმძღვანელა საგნის დიზაინის კურსს  თავისუფალ უნივერსიტეტში.

სრული პროფილი
ვლადიმერ იმერლიშვილი

ვლადიმერ იმერლიშვილი

მოქანდაკე

ვლადიმერ იმერლიშვილი თანამედროვე ქართული ხელოვნების გამორჩეული მოქანდაკე და სკულპტურის რეფორმატორია. მისი შემოქმედება აკადემიური, კერძოდ კი საბჭოთა სტილისგან დისტანცირებითა და ფორმის კონცეპტუალურ დონეზე ტრანსფორმაცია-ინტერპრეტაციით ხასიათდება, სადაც ფორმა იდეად გარდაიქმნება. მან ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა ქალაქის სივრცეში ცოცხალი, ინტერაქციული ინსტალაციები, რომლებიც სცილდება იდეოლოგიურ სიმბოლიზმს და ურბანულ ქანდაკებას ახალ ხედვას სთავაზობს.

მისი ნამუშევრები ოსტატურად აერთიანებს დროსა და სივრცეს. მაგალითად, „საქანელა“ (2017–2020) – ორი ვიზუალურად თითქმის იდენტური, სამმეტრიანი ხის ცხენისგან შემდგარი ფუნქციონალური სკულპტურა – და „უჯრედი 23“, სადაც ქვის, ლითონისა და ხის სინთეზი მემორიალურ პლასტიკას ახლებურ მნიშვნელობას სძენს. იმერლიშვილის ურბანული ქანდაკებები განთავსებულია როგორც თბილისში (ირაკლი ჩარკვიანის მონუმენტი, თანაავტორი), ისე კიევში (შოთა რუსთაველის ძეგლი) და მიზნად ისახავს საბჭოთა ეპოქის ურბანული პლასტიკის გააზრების გადახედვას

სრული პროფილი

სამიზნე ჯგუფი

სასწავლო პროგრამა განკუთვნილია როგორც დამწყები ენთუზიასტებისთვის, ისე მოქმედი დიზაინერების, არქიტექტორებისა და მხატვრებისთვის, რომელთაც პლასტიკური ფორმის მოდელირების უნარების გაღრმავება და პროფესიული განვითარება სურთ. კურსზე რეგისტრაცია ღიაა 18 წლის ასაკიდან.

წინაპირობები

პროგრამაში მონაწილეობისთვის წინასწარი სპეციალური მომზადება სავალდებულო არ არის. კურსზე დასასწრებად საკმარისია შემოქმედებითი ინტერესი და ინტელექტუალური ჩართულობის მზაობა.

მიზანი

პროგრამის მთავარი მიზანია მსმენელმა აითვისოს ფორმის შექმნის ფუნდამენტური კანონზომიერებები, მათ შორის:

  • სივრცობრივი მოდელირება: იდეის ტრანსფორმაცია ორგანზომილებიანი ესკიზიდან სამგანზომილებიან ობიექტამდე;
  • მოცულობის მართვა: პროპორციების ზუსტი დაცვა და მოცულობითი ხედვის ჩამოყალიბება;
  • ტექნოლოგიური ცოდნა: სხვადასხვა პლასტიკური მასალის (თიხა, პლასტილინი, თაბაშირი) თვისებების შესწავლა და მათი დამუშავების ტექნიკების დაუფლება;
  • პრეზენტაციის ხელოვნება: საკუთარი ნამუშევრის იდეური და ტექნიკური ასპექტების არგუმენტირებული და თანმიმდევრული წარდგენა.

შედეგი

კურსის დასრულებისას თითოეულ მონაწილეს ექნება საკუთარი ხელით შექმნილი სკულპტურული ნამუშევარი და პორტფოლიოსთვის საჭირო თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა.

სწავლების მეთოდები

სწავლების პროცესი ეფუძნება პრინციპს — „პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება“ (Learning by Doing). იგი მოიცავს ინტერაქციულ ლექციებს, ინდივიდუალურ პრაქტიკულ მუშაობასა და ჯგუფურ კრიტიკულ ანალიზს, რაც უზრუნველყოფს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ინტეგრაციასა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.

ფორმატი

ლექცია და პრაქტიკა

რას ისწავლი

თემები

  • ფორმის აღქმა სივრცეში;
  • ადამიანის სხეულის არქიტექტონიკის აგება გეომეტრიული ფიგურების მეშვეობით.
  • წონასწორობა და მოძრაობა;
  • ენერგიის გადაცემა სტატიკურ ფორმაში.
  • კუნთოვანი და ჩონჩხოვანი სისტემა, როგორც  ფორმის შინაგანი რიტმი.
  • ზედაპირის დამუშავება და განათების გავლენა ფორმის აღქმაზე.
  • სხეულის კონკრეტული ნაწილის (მაგ. ხელის მტევანი ან ტორსი) მოდელირება.
  • ფორმის შეგნებული „დარღვევა“ ემოციური შინაარსის გასაძლიერებლად.
  • ფიგურის ურთიერთობა გარემოსთან, პლატფორმასთან და ნეგატიურ სივრცესთან.
  • ნამუშევრის ფინალურ ეტაპზე გაყვანა;
  • კონცეპტუალური მთლიანობის მიღწევა.
  • ნამუშევრების მომზადება საგამოფენოდ;
  • საავტორო კონცეფციის წარდგენა და შეჯამება.
შეხედე შიგნიდან

გალერეა

Sculpture and Plastic form Modeling Course “360 Degrees”
Sculpture and Plastic form Modeling Course “360 Degrees”
Sculpture and Plastic form Modeling Course “360 Degrees”
Sculpture and Plastic form Modeling Course “360 Degrees”
Sculpture and Plastic form Modeling Course “360 Degrees”
Sculpture and Plastic form Modeling Course “360 Degrees”
Sculpture and Plastic form Modeling Course “360 Degrees”
Sculpture and Plastic form Modeling Course “360 Degrees”
Sculpture and Plastic form Modeling Course “360 Degrees”
Sculpture and Plastic form Modeling Course “360 Degrees”
დაიკავე ადგილი

რეგისტრაციის ფორმა

თქვენ რეგისტრირდებით კურსზე: ქანდაკებისა და პლასტიკური ფორმის მოდელირების კურსი „360 გრადუსი“

პირადი ინფორმაცია
გამოცდილების დონე *
მოტივაცია
დამატებითი ინფორმაცია (არასავალდებულო)

Contact Information

114 Akaki Tsereteli Avenue
Tbilisi 0119
Georgia

info@factorytbilisi.com
Powered by Factory Tbilisi