ეს კურსი მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, შეისწავლონ კოსტიუმისა და ქმედითი ხელოვნების (პერფორმანსის) ურთიერთმიმართება. სამოსი, შესაძლოა, ადამიანის სხეულზე დაფუძნებული ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი ფორმაა. ჩვენი წინაპრები ნიღბებსა და სამოსს იმისთვის იყენებდნენ, რომ სხვა არსებებად გარდასახულიყვნენ, ძველი სახეები გაეცოცხლებინათ და რიტუალები შეესრულებინათ.
სწავლის პროცესში მონაწილეები სწორედ ამ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას გამოეხმაურებიან. კოსტიუმი განხილული იქნება როგორც დამოუკიდებელი მხატვრული ობიექტი და, ამავდროულად, ახალი ფიზიკური ფორმის, იდენტობისა და თვითმყოფადობის შექმნის საშუალება.
მონაწილეები საკუთარ გამოცდილებასა და ხედვაზე დაყრდნობით შეიმუშავებენ ინდივიდუალურ კონცეფციებს და შექმნიან სკულპტურულ სამოსს. ისინი შეისწავლიან სივრცით ხელოვნებაზე დაფუძნებულ სხვადასხვა ტექნიკასა და შემოქმედებითი აზროვნების მეთოდებს.
კურსის დიდი ნაწილი დაეთმობა მასალებთან მუშაობას: როგორ ვიპოვოთ, შევარჩიოთ და გამოვიყენოთ სხვადასხვა ნივთი თუ ქსოვილი არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ სიმბოლური მნიშვნელობითაც.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საკუთარი სხეულის, როგორც ხელოვნების ობიექტის, აღქმას. მონაწილეები თავად მოირგებენ შექმნილ კოსტიუმს და მოძრაობის, ხმისა და გამოსახულების დახმარებით შექმნიან მცირე წარმოდგენას, რათა უშუალოდ იგრძნონ კავშირი სხეულს, საგანსა და მოქმედებას შორის.
კურსი დასრულდება ჯგუფური გამოფენით, სადაც მონაწილეები თავიანთ ნამუშევრებს წარადგენენ მათთვის სასურველი ფორმით — სივრცითი კომპოზიციის (ინსტალაციის), ვიდეონამუშევრისა თუ ცოცხალი ჩვენების სახით.
სასწავლო პროცესში პროექტები განიხილება როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად, რაც თითოეულ ნამუშევარს შინაარსობრივად დასრულებულ და მხატვრულად სრულყოფილ სახეს მისცემს.
უტა ბექაია ქართველი მულტიმედიური ხელოვანია, რომელიც თბილისსა და ბრუკლინში მოღვაწეობს. მისი შემოქმედება ეფუძნება წინაპართა რიტუალების წარმოსახვით აღდგენას, რომლებიც გადააზრებულია ქვიარ-უტოპიური პერსპექტივიდან.
ხალხური ხელოსნობის ტრადიციულ მეთოდებზე დაყრდნობით, ბექაია ქმნის რთულ, სხეულზე მოსარგებ ქანდაკებებს, კერამიკას, გობელენებსა და ობიექტებს, რომლებსაც შემდგომ სივრცით გარემოში (იმერსიულ ინსტალაციებში), ფილმებსა და ცოცხალ წარმოდგენებში აერთიანებს.
თბილისში დაბადებული ხელოვანი 1990-იანი წლების ბოლოს საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც წლების განმავლობაში თანამედროვე ხელოვნების სფეროს აქტიური წევრი იყო. ამჟამად იგი დროს ანაწილებს თბილისს, ნიუ-იორკსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქს შორის და მონაწილეობს საერთაშორისო შემოქმედებით პროექტებში.
ბექაიამ შემოქმედებითი გზა თბილისის მცირე აკადემიაში სამრეწველო დიზაინის შესწავლით დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მის იდეურ და მატერიალურ პრაქტიკაზე.
მის შემოქმედებით კარიერაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სახელოვნებო რეზიდენციებს:
მისი ნამუშევრები გამოიფინა არაერთ საერთაშორისო სივრცეში, მათ შორის:
ბექაია აქტიურად მოღვაწეობს ქმედითი ხელოვნების (პერფორმანსის) სფეროშიც. იგი ხელმძღვანელობდა თბილისის მერიის „თბილისობის“ ფარგლებში გამართულ საჯარო მსვლელობებს, მონაწილეობდა დუბაიში იუნესკოს „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ გახსნის ცერემონიაში და წარმოდგენებით წარდგა ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა Turn Park და Art Park (ნიუ-იორკი).
2019 წელს მან დააარსა შემოქმედებითი გაერთიანება Fungus, რომელიც საქართველოში ქვიარ ხელოვანთა თანამშრომლობისა და მხარდაჭერის პლატფორმას წარმოადგენს.
კურსი განკუთვნილია:
პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სურს საკუთარი შემოქმედებითი თვალსაწიერის გაფართოება ექსპერიმენტული მეთოდებით, რომლებიც აერთიანებს სახვით ხელოვნებას, პერფორმანსს, მასალის კვლევასა და სხეულზე დაფუძნებულ პრაქტიკას.
კურსზე დასასწრებად სამოსის დიზაინის, ქანდაკების ან პერფორმანსის სფეროში წინასწარი გამოცდილებასავალდებულო არ არის.
სასურველია მონაწილეს ახასიათებდეს:
სახვით ხელოვნებაში, მოდაში, თეატრში, ცეკვასა თუ ქმედით ხელოვნებაში მიღებული გამოცდილებაჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელი არ არის.
კურსის მთავარი მიზანია, მონაწილეებს შესთავაზოს კოსტიუმის, როგორც სკულპტურული დაპერფორმატიული მედიუმის (გამომსახველობითი საშუალების), საფუძვლიანი გააზრება შინაარსობრივიკვლევის, მასალებთან ექსპერიმენტისა და სხეულზე დაფუძნებული პრაქტიკის სინთეზით.
კურსის განმავლობაში მონაწილეები განივითარებენ შემდეგ უნარებს:
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე:
კურსი ეფუძნება პრაქტიკულ პრინციპს „პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება“ (Learning by Doing) და აერთიანებს თეორიულკვლევას, ინტენსიურ სახელოსნო მუშაობასა და სხეულზე დაფუძნებულ ექსპერიმენტებს.
სწავლების მეთოდები მოიცავს:
ექსპოზიციისთვის განკუთვნილი სტუდენტური ნამუშევრების საბოლოო შერჩევა. შემოქმედებითი პროექტების მომზადება და გაფორმება საგამოფენო სტანდარტების დაცვით. საგამოფენო სივრცის დაგეგმარება და ექსპოზიციის კონცეფციის შემუშავება.
სტუდენტების პრაქტიკული ნამუშევრების საჯარო წარდგენა ღია გამოფენის ფორმატში. პროექტების პრეზენტაცია, შედეგების შეჯამება, კურსის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია და შემაჯამებელი დისკუსია.
თქვენ რეგისტრირდებით კურსზე: მატერიაში გაცოცხლებული არტეფაქტები: კოსტიუმი, როგორც სკულპტურა და მოძრავი ხელოვნება