• Home
  • Events
    • Event Calendar
    • Upcoming
    • Ongoing
    • Past
  • Educational Center
  • News
  • Factory
  • Contact
ქარ ENG

Privacy Policy

ტერმინთა განმარტება

  1. ჩვენ/ოპერატორი – შპს “ფექტორი თბილისი” (ს/კ: 402366275, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, აკ. წერეთლის გამზ., N 114), რომელიც განსაზღვრავს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს. ოპერატორი თავისით ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს ამ მონაცემების დამუშავებას, მათ შორის, სასწავლო კურსების ადმინისტრირების, რეგისტრაციისა და ელექტრონული გადახდების შეუფერხებლად წარმოებისთვის.
  2. მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მონაცემებს ამუშავებს ჩვენთვის ან ჩვენი სახელით.
  3. თქვენ/მონაცემთა სუბიექტი – ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს, აპირებს ისარგებლოს ან ინტერესი გამოხატა ჩვენი კურსებით ან სხვა მომსახურებით სარგებლობის მიმართ, მათ შორის პირი, რომელიც სტუმრობს ჩვენს ვებ-გვერდს, რეგისტრირებულია კურს(ებ)ზე ან სურს კონკრეტულ კურს(ებ)ზე რეგისტრაცია.
  4. მონაცემთა დამუშავება – მონაცემთა შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, შენახვა, გამოყენება, გამჟღავნება, გადაცემა, დაბლოკვა, წაშლა, რომელიც ხორციელდება ჩვენს მიერ ან ჩვენი სახელით მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ.
  5. კურსი / სასწავლო პროგრამა – ჩვენ მიერ შეთავაზებული ნებისმიერი საგანმანათლებლო ან შემოქმედებითი პროგრამა, ვორქშოპი ან ტრენინგი, რომელზეც შესაძლებელია რეგისტრაცია და გადახდა ვებ-გვერდის მეშვეობით.

პრეამბულა

  1. თქვენი კონფიდენციალურობა, ნდობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა მნიშვნელოვანია ოპერატორისთვის, რაც დიდწილად დამოკიდებულია ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტია ამ მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.
  2. წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი განმარტავს, თუ რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ თქვენს შესახებ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობისას, რა მიზნებითა და რა სამართლებრივი საფუძვლით ვამუშავებთ მონაცემებს, ვისთან ხდება მათი გაზიარება და რა უფლებები გაქვთ თქვენ, მონაცემთა სუბიექტს.
  3. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია სერვისების უზრუნველსაყოფად და გასაუმჯობესებლად. სერვისების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას და გამოყენებას ამ პოლიტიკის შესაბამისად.
  4. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

კანონთან შესაბამისობა

  1. ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეესაბამება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მოთხოვნებს. ის უზრუნველყოფს თქვენი პირადი ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა (კონფიდენციალურობა, მთლიანობა, ხელმისაწვდომობა) და მონაცემთა დაცვას მონაცემთა დაკარგვისა და უკანონო დამუშავებისგან. მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩვენ მიერ მონაცემთა დამუშავებისას მიღებულია ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება

  1. ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებულ პირთან, ან რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ინდივიდთან დასაკავშირებლად ან იდენტიფიცირებისთვის კურსზე რეგისტრაციისას ან ჩვენთან კომუნიკაციისას. ასეთი მონაცემი შეიძლება იყოს მათ შორის და არა მხოლოდ:
  2. საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი ან საკონტაქტო მისამართი;
  3. გადახდასთან დაკავშირებული მონაცემები: საბანკო ბარათის ან სხვა საგადახდო ინსტრუმენტის (მაგ: Paypal) შესახებ ინფორმაცია, რომელიც მუშავდება საგადახდო სისტემის პროვაიდერის მეშვეობით. ვებ-გვერდი არ ინახავს თქვენი ელექტრონული ბარათების მონაცემებს, გადახდისას თქვენ შეგყავთ ბარათის მონაცემები ბანკის გვერდზე, რომელზეც გადაყავხართ ტრანზაქციის განხორციელების ბოლო ეტაპზე. ჩვენ წვდომა გვაქვს მხოლოდ ტრანზაქციის საბოლოო თანხაზე, გადახდის განხორციელების თარიღსა და სტატუსზე;
  4. კურსთან დაკავშირებული ინფორმაცია: კომუნიკაცია ტრენერებთსა ან ადმინისტრაციასთან, უკუკავშირი/გამოხმაურება კურსის შესახებ;
  5. ვიზუალური მასალა: თქვენი თანხმობით გადაღებული ფოტო ან ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა გამოვიყენოთ კურსის პროცესის ან შედეგების საილუსტრაციოდ (მარკეტინგული ან საარქივო მიზნით), მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე;
  6. ჩვენ ასევე ვამუშავებთ ავტომატურად შეგროვებულ მონაცემებს, რაც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება IP მისამართით, ბრაუზერისა და მოწყობილობის ტიპით, ვებ-გვერდზე ვიზიტის თარიღითა და ხანგრძლივობით, ასევე ქუქი-ფაილების მეშვეობით მოპოვებულ ინფორმაციას.
  7. ვინაიდან ჩვენს კურსებზე რეგისტრაცია შესაძლებელია 16 წლის ასაკიდან, 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, „წესები და პირობების“ დოკუმენტით დადგენილი წესით. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საკონტაქტო მონაცემები მუშავდება მხოლოდ აღნიშნული თანხმობის მოპოვების, გადამოწმებისა და დადასტურების მიზნით.
  8. ცალკეულ შემთხვევებში ასევე შეიძლება მივიღოთ თქვენი საიდენტიფიკაციო ან საკონტაქტო მონაცემები საგადახდო სისტემის პროვაიდერისგან (გადახდის დადასტურების მიზნით) ან იმ შემთხვევაში თუ მესამე პირმა დაგარეგისტრირათ კურსზე, შეიძლება მისგან მივიღოთ თქვენს შესახებ ინფორმაცია.
  9. თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხდება ჩვენ მიერ შემოთავაზებული სერვისების/კურსების სრულფასოვნად მიწოდებისთვის, სხვა სერვისების იდენტიფიკაციისთვისა და თქვენთან კომუნიკაციისთვის, ასევე ჩვენი შემოთავაზებული სერვისების გაუმჯობესებისთვის.

პირდაპირი მარკეტინგი

  1. თქვენი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი) გამოყენება პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის, მაგალითისთვის როგორიცაა სიაახლეების, სპეციალური შეთავაზებებისა და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის მიზნით, ხორციელდება მხოლოდ მომხმარებლის წინასწარი და ნებაყოფლობითი თანხმობის საფუძველზე (ვებ-გვერდზე შესაბამისი მოსანიშნი უჯრის/Checkbox-ის მონიშვნით).
  2. თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფასურისა და შეზღუდვის გარეშე, გამოიხმოთ პირდაპირ მარკეტინგზე გაცემული თანხმობა, რის საფუძველზეც ჩვენ შევწყვეტთ სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნას. თანხმობის გამოხმობა შესაძლებელია ჩვენს საკონტაქტო ელ-ფოსტაზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების საფუძვლები

  1. ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი კანონიერი საფუძველი:
  2. თქვენი თანხმობა: მაგალითისთვის ეს შეიძლება მოიცავდეს, თუმცა არ შემოიფარგლება, მარკეტინგული შეტყობინებების მიღებას ან ვებ-გვერდზე ქუქი-ფაილების გამოყენებას თანხმობის მიღების შემთხვევაში;
  3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების აუცილებლობა: კურსზე რეგისტრაციისა და მომსახურების გაწევის, ასევე გადახდის ადმინისტრირების მიზნით;
  4. კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულება: მაგალითისთვის ეს შეიძლება მოიცავდეს საგადასახადო და საბუღალტრო აღრიცხვის მოთხოვნების შესრულებას;
  5. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი: კურსის ხარისხის გაუმჯობესების, თაღლითობის პრევენციის, ვებ-გვერდისა და მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება თქვენს ინტერესებსა და ძირითად უფლებებს.
  6. ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება ხდება, მაშინ, როდესაც თქვენ:
  7. ავსებთ სარეგისტრაციო ფორმას კურსზე ჩასაწერად;
  8. ახორციელებთ გადახდას ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით;
  9. გვიკავშირდებით ელ-ფოსტით, სატელეფონო ზარით, სოციალური მედიის მეშვეობით ან სხვა საკონტაქტო ფორმით;
  10. სტუმრობთ ჩვენს სასწავლო სივრცეს ან მონაწილეობთ კურსში.

ონლაინ გადახდები ვებ-გვერდის მეშვეობით

  1. კურსის საფასურის გადახდა ხდება ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით, ლიცენზირებული საგადახდო სისტემის პროვაიდერის მეშვეობით. საგადახდო ინფორმაციის (ბარათის ნომერი, CVC/CVV კოდი და სხვა ინფორმაცია) დამუშავებას უშუალოდ ახორციელებს საგადახდო სისტემის პროვაიდერი თავისი უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.
  2. ჩვენ ვიღებთ მხოლოდ ტრანზაქციის შესახებ საჭირო ინფორმაციას (გადახდის სტატუსი, თანხა, თარიღი, გადამხდელის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია), რაც აუცილებელია რეგისტრაციის დადასტურების, ინვოისის/ქვითრის გაცემისა და საბუღალტრო აღრიცხვისთვის.
  3. გადახდასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და კანონმდებლობით (მათ შორის საგადასახადო კანონმდებლობით) დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

მონაცემთა გაზიარება მესამე პირებთან

  1. ჩვენ არ ვყიდით და არ ვაქირავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებზე.
  2. მონაცემთა გაზიარება ხდება მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომსახურების გასაწევად ან კანონმდებლობით არის მოთხოვნილი, კერძოდ:
  3. საგადახდო სისტემის პროვაიდერებთან: გადახდის დამუშავებისა და თაღლითობის პრევენციის მიზნით;
  4. ჩვენს ტრენერებთან/ლექტორებთან: კურსის ადმინისტრირებისა და კომუნიკაციისთვის საჭირო მინიმალური მოცულობით;
  5. IT და ვებ-ჰოსტინგის მომსახურების მიმწოდებლებთან: ვებ-გვერდისა და მონაცემთა ბაზის ტექნიკური მხარდაჭერისთვის;
  6. საბუღალტრო/საფინანსო მომსახურების მიმწოდებლებთან: ანგარიშფაქტურებისა და ფინანსური აღრიცხვის მიზნით;
  7. საჯარო დაწესებულებებთან: კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას (მაგალითად, საგადასახადო ორგანოს ან სასამართლოს კანონიერი მოთხოვნის შემთხვევაში).
  8. მონაცემთა გაზიარება საქართველოს ფარგლებს გარეთ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ქვეყანაში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის გარანტიები (მაგალითად, საერთაშორისო საგადახდო სისტემის პროვაიდერის მომსახურებით სარგებლობისას).

მონაცემთა შენახვის ვადები

  1. ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია ჩვენი ვალდებულებების ხარისხიანად და ჯეროვნად შესრულებისთვის, კერძოდ:
  2. სარეგისტრაციო და საკონტაქტო მონაცემები: კურსის დასრულებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში. კურსის დასრულებიდან ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულება, ისინი წაიშლება;
  3. გადახდასთან და საბუღალტრო აღრიცხვასთან დაკავშირებული მონაცემები: საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადით (არანაკლებ 6 წლისა);
  4. მარკეტინგული თანხმობის ფარგლებში დამუშავებული მონაცემები: თანხმობის გამოხმობამდე ან ბოლო აქტივობიდან გონივრული ვადის განმავლობაში;
  5. ვებ-გვერდის ქუქი-ფაილები: შესაბამისი ქუქი-ფაილის მოქმედების ვადის შესაბამისად (იხ. პუნქტი 10).
  6. ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები წაიშლება, განადგურდება ან გახდება ანონიმური, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შენახვა საჭიროა სამართლებრივი მოთხოვნებისთვის.

თქვენი, მონაცემთა სუბიექტის უფლებები

  1. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება, მოგვმართოთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე ან სხვა საკონტაქტო საშუალებით, რომელიც მითითებულია პოლიტიკის დოკუმენტის ბოლოს (პუნქტი 13) და მოითხოვოთ:
  2. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მონაცემებს ვამუშავებთ თქვენს შესახებ, რა მიზნით და რა საფუძვლით.
  3. თქვენი მონაცემების ასლის გადაცემა;
  4. არასწორი ან არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება;
  5. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
  6. თუ დამუშავება ეფუძნება მხოლოდ თქვენს თანხმობას, თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თანხმობა;
  7. მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება (დაბლოკვა) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
  8. ჩვენ შევეცდებით, დროულად შევასრულოთ კონფიდენციალურობის დაცვის ყველა მოთხოვნა. თუ ჩვენ არ ვეთანხმებით ან ვერ ვასრულებთ თქვენს მოთხოვნას, დროულად შეგატყობინებთ და მოგცემთ შესაბამის განმარტებას.
  9. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება კანონმდებლობის დარღვევით, თქვენ გაქვთ უფლება, საჩივრით მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რაც არ არის დამოკიდებული იმაზე, სხვა სამართლებრივი დაცვის საშუალებით ისარგებლებთ თუ არა.

ქუქი-ფაილები

  1. ქუქი არის პატარა ტექსტური ფაილი, რომელიც გამოიყენება ვებ-გვერდის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსაგროვებლად.
  2. ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს ვებ-გვერდის გამართული ფუნქციონირების, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისა და ვებ-გვერდის გამოყენების ანალიტიკისთვის.
  3. ვებ-გვერდზე პირველი ვიზიტისას, თქვენ გეცნობებათ ქუქი-ფაილების გამოყენების შესახებ და შეგეძლებათ მართოთ თქვენი პრეფერენციები.
  4. ქუქი-ფაილებმა შეიძლება ჩაიწეროს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ინტერნეტ დომენისა და ჰოსტის სახელები, მომხმარებლის სახელები, ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართები, ბრაუზერის და ოპერაციული სისტემის ტიპები, დაკლიკების შაბლონები და/ან ჩვენი საიტის წვდომის თარიღები და დრო.
  5. ქუქი-ფაილების გამოყენება შესაძლებელია მომხმარებლის ანალიტიკის შესაგროვებლად, რომელიც გამოყენებული იქნება ტენდენციებისა და სტატისტიკის გასაანალიზებლად.
  6. მომხმარებლებს შეუძლიათ უარი თქვან Google Analytics სარეკლამო ფუნქციებზე რეკლამის პარამეტრების, რეკლამის პარამეტრების მობილური აპებისთვის ან ნებისმიერი სხვა ხელმისაწვდომი საშუალებით.
  7. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალოთ ან გააუქმოთ ქუქი-ფაილების მიღება თქვენი ბრაუზერის პარამეტრებში.

მონაცემთა უსაფრთხოება

  1. ჩვენ ვიღებთ სათანადო ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები უნებართვო წვდომის, დაკარგვის, გამჟღავნების ან განადგურებისგან, მათ შორის:
  2. წვდომის შეზღუდვა მხოლოდ იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც ეს სჭირდებათ სამუშაო მოვალეობის შესასრულებლად;
  3. მონაცემთა გადაცემის დაშიფვრა ვებ-გვერდსა და მომხმარებელს შორის;
  4. საგადახდო ინფორმაციის დამუშავება მხოლოდ სერტიფიცირებული საგადახდო სისტემის პროვაიდერის მეშვეობით;
  5. რეგულარული უსაფრთხოების შემოწმება და პაროლებზე/წვდომაზე კონტროლი.
  6. მიუხედავად მიღებული ზომებისა, ინტერნეტით მონაცემთა გადაცემა სრულად რისკებისგან თავისუფალი ვერასდროს იქნება; ჩვენ ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს რისკები, თუმცა ვერ გავცემთ აბსოლუტურ გარანტიას.

პოლიტიკის დოკუმენტის განახლებები

  1. ჩვენ შეიძლება პერიოდულად განვაახლოთ ეს პოლიტიკა. თუ ჩვენ განვახორციელებთ მნიშვნელოვან ცვლილებებს, ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილებების შესახებ რელევანტური საკომუნიკაციო საშუალებებით გონივრულ ვადაში, როგორიცაა ელექტრონული ფოსტით ან ოფიციალური სოციალური გვერდების საშუალებით.
  2. ჩვენ გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ ამ პოლიტიკას უახლესი ინფორმაციისთვის ჩვენს კონფიდენციალურობის პრაქტიკასთან დაკავშირებით.

საკონტაქტო ინფორმაცია

  1. თუ გაქვთ შეკითხვები, მოთხოვნები ან საჩივრები წინამდებარე პოლიტიკასთან ან თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: info@factorytbilisi.com.
Contact Information

114 Akaki Tsereteli Avenue
Tbilisi 0119
Georgia

info@factorytbilisi.com
Powered by Factory Tbilisi